Thursday, March 11, 2010

1.პროექტის სახელი :გერმანია
2.პროექტის მოკლე აღწერა :გერმანიის,მისი ღირსშესანიშნაობების, ისტორიულ–კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შეგროვება
3.პროექტის სრული აღწერა :მოსწავლეები გამოიკვლევენ გერმანიის ისტორიულ–
გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას, ღირსშესანიშნავ ადგილებს,ასახავენ ფოტოებზე,შეადგენენ ქვეყნის ფიზიკურ რუკას,მოიძიებენ ძველ გერმანულ ლეგენდებს და თქმულებებს, დაგეგმავენ გერმანიაში გამგზავრებას.
4.მონაწილეთა ასაკი :13–დან 17წლამდე
5.ვადები/ხანგრძლივობა :6 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები :შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,მოძიებული მასალის ანალიზი, ვებ–გვერდის გაკეთება, ტექსტების წაკითხვა და წერა,სკოლაში გამოფენის მოწყობა, მოძიებული მასალის ანალიზი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ვებ–გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი;მათ გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების,რუკების შედგენის უნარ–ჩვევა;ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები, ისწავლიანსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას,გაეცნობიან ქვეყნის ისტორიას,კულტურულ მემკვიდრეობას.
8.სარგებელი სხვებისთვის :მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თანატოლებს პროექტს ევროპის ერთერთ წამყვან სახელმწიფოზე.
9სამუშაო ენა :ქართული, გერმანული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან :არ გვყავს
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:გეოგრაფიაში(გაეცნობიან ქვეყნის ბუნებას,კლიმატურ პირობებს,ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას, მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას).ისტორიაში(გაიღრმავებენ ცოდნას გერმანიის შესახებ). ხელოვნებაში(გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ–ჩვევები– გააკეთებენ ალბომს,გაეცნობიან ცნობილ გერმანელ კომპოზიტორებს) ლიტერატურაში(მოიძიებენ მსოფლიოში განთქმულ გერმანელ პოეტებს და მწერლებს).რელიგიაში(შეისწავლიან გერმანელების ადათ–წესებს, რიტუალებს) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, ვიდეო და ფოტომასალების მოძიებით, ბლოგში ნამუშევრების განთავსებით)
12.პროექტის ფასილიტატორი :დალი ჯულაყიძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა :dali.julakidze@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგიwww.gearn.blogspot.com